რუსუდან დვალაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
Posts
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის IX დღე ამ ტრენინგზე გავეცანი პროექტზე სწავლების კურსს, შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე google drive-ში მუშაობა, ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე, გავეცანი უკუკავშირის გაკეთების მეთოდებს. შეფასების სწავლა მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისათვის, როგორ უნდა შევაფასოთ პროექტის თითოეული ეტაპი მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ვისწავლე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. სიახლე იყო ჩემთვის ცვლილებები ბლუმის ტაქსონომიაში. გავიგე, თუ რა არის საავტორო უფლებები, გავეცანი APA- ფორმატს. განვიხილეთ, რომ კოლაბორაცია ნიშნავს ჯანსაღ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ უკუკავშირის გაკეთების მეთოდებზე. ამ ტრენინგზე უკეთესად დავეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათი დახმარებით მოვახდინე დაკვირვება და კვლევა. ტრენინგი ბევრი ინმორმაციის მომცემი იყო. დავრწმუნდი, რომ პროექტებით სწავლება ძალიან ეფექტურია მოსწავლეების დაინტერესებისთვის და მათი მაღალი სააზროვნ
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის VIIდღე ეს დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.გავიარეთ მოდულის მეხუთე და მეექვსე ნაწილი.ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართულობა შეფასების პროცესში. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები ,შეფასების ფორმები და ჩეკლისტები. დღე დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების დათვალიერებით და მოვახდინეთ უკუკავშირი,ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის ნაშრომის შექმნისას.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის VI დღე გავეცანით მუხლს საავტორო უფლებების ლეგიტიმურად გამოყენების შესახებ.განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის შესაძლებლობები. გავიარეთ ტესტი. ვისწავლეთ WORD-ში მოსწავლის ნამუშევარზე კომენტარების გაკეთება-წაშლა. ვისაუბრეთ ინტერნეტ-რესურსების მოძიების გზებზე. გავიარეთ უკუკავშირის სახეები: 1.უფრო ზუსტი ინფორმაციის შედგენა; 2.ნეიტრალური განცხადებების გაკეთება; 3.რჩევების მიცემა. ნაყოფიერი დღე იყო! დიდი მადლობა!
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის V დღე დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს,რომელიც თავის მხრივ მოიცავს მნიშვნელოვან მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.შეფასების სტრატეგიები იყოფა 5 ძირითად კატეგორიად,რომელსაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შეფასების გეგმა. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი,ჩამოვაყალიბე შეფასების ფორმები და რუბრიკები,რომლის დახმარებითაც ვიმუშავებთ პროექტის მსვლელობისას... ბევრი რამ ვისწავლე,დიდი მადლობა.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის IV დღე ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო. დაწვრილებით განვიხილეთ მოდული-2 -ის დარჩენილი ნაწილი.განვიხილეთ მიმართულების საკვანძო კითხვები(ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი).ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტების მიხედვით მოვიფიქრეთ კითხვები, გავუზიარეთ ერთმანეთს,მოვისმინეთ იდეები და რჩევები. ვიხალისეთ ბლოგის დიზაინის შექმნის შესწავლის დროს. ავტვირთეთ ფოტოები და დავწერეთ კომენტარები.