ტრენინგის III დღე ერთად განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები,ვიმსჯელეთ,გავაანალიზეთ და მოვახდინეთ უკუკავშირი.მოვარგეთ სტანდარტები ,გამოვკვეთეთ მიზნები და ამოცანები, რითიც ვადგენთ რა გვსურს რომ მოსწავლემ ისწავლოს. მიღწეული შედეგები უნდა ჩანდეს მათ ნაშრომებში და აქტივობებში. ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის ახალი ვერსია,სადაც შეფასება და სინთეზი არის გადაადგილებული. გავეცანით 21-ე საუკუნის საკვანძო სიტყვებს,რომელთა გამოყენებითაც შევქმნით პროექტს. ვისაუბრეთ ბუკლეტების გამოყენებაზე, მათ აუცილებლობაზე,ვისწავლეთ მათი შექმნა შაბლონებით. გავიხსენეთ ისტ-ის გამოყენებით სხვადასხვა უნარები,რომელიც საჭიროა ბროშურის შექმნისას.( ფურცლის შემოტრიალება,მისი დაყოფა,სურათის ჩასმა და გადაადგილება.) დღევანდელმა ტრენინგმა ჩემს ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ტრენინგის I და II დღე დავიწყე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის შესწავლა.პოექტი შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სა
Popular posts from this blog
ტრენინგის VI დღე გავეცანით მუხლს საავტორო უფლებების ლეგიტიმურად გამოყენების შესახებ.განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის შესაძლებლობები. გავიარეთ ტესტი. ვისწავლეთ WORD-ში მოსწავლის ნამუშევარზე კომენტარების გაკეთება-წაშლა. ვისაუბრეთ ინტერნეტ-რესურსების მოძიების გზებზე. გავიარეთ უკუკავშირის სახეები: 1.უფრო ზუსტი ინფორმაციის შედგენა; 2.ნეიტრალური განცხადებების გაკეთება; 3.რჩევების მიცემა. ნაყოფიერი დღე იყო! დიდი მადლობა!
Comments
Post a Comment